Hotel Svaneti (Mestia)

Hotel Svaneti (Mestia)

                                                                                                     სასტუმროს აღწერა 

სასტუმრო “სვანეთი” დაბა მესტიის ცენტრში მდებარეობს, ზღვის დონიდან 1500 მეტრზე, თბილისიდან 500 კილომეტრის დაშორებით.

სასტუმრო “სვანეთი” სტუმრებს სთავაზობს ევროპულ სტანდარტებს და ქართულ ტრადიციულ მასპინძლობას.

ოთახები :
სასტუმრო “სვანეთში” სულ არის 21 სტანდარტული ოთახი: 1,2 ან 3 საწოლით. ყველა ოთახს აქვს სველი წერტილი / აბაზანა, აივანი და სატელიტური სატელევიზიო არხი;

ოთახები აღჭურვილია პირსახოცებითა და პირველადი მოხმარების ჰიგიენური ნივთებით.

 

რესტორანი და კვება
სასტუმროს რესტორანი გამოირჩევა სადა დეკორაციით და განკუთვნილია 50-70 სტუმრისათვის. აქ სტუმრებს უმასპინძლდებიან ქართული და ევროპული კერძებითა და სასმელებით. რესტორანი სტუმრებს სთავაზობს კერძების ფართო არჩევანს: საუზმე, ლანჩი, ყავის შესვენება და სადილი. ასევე სასტუმროს რესტორანში შესაძლებელია დამატებითი მენიუს შეკვეთა წინასწარი შეთანხმებით. გამოცდილი შეფ-მზარეული სწრაფად და ხარისხიანად ასრულებს ყველა სახის შეკვეთას. სტუმართა მომსახურება შესაძლებელია დილის 08:00 საათიდან ღამის 00:00 საათამდე.

 

სასტუმროში ფუნქციონირებს:

  • უფასო Wi-Fi;
  • უფასო ავტოსადგომი;
  • რესტორანი;
  • ბარი;
  • კაფე ვერანდაზე;
  • სუვენირების მაღაზია / კუთხე;
  • რეცეფცია;
  • 24-საათიანი დაცვის სამსახური;
  • ძვირფასი ნივთების შესანახი სეიფი;
  • ფასიანი მომსახურება;
  • ტრანსპორტით მომსახურება;
  • ავტო-ტრანსფერები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან;
  • სახეცხის რეცხვა / გაუთავება;
  • გიდის მომსახურება;
  • კონფერენციები და ღონისძიებები;
  • სასტუმრო “სვანეთის” საკონფერენციო და სათათბირო დარბაზი საუკეთესო ადგილია სამუშაო და საქმიანი შეხვედრების ჩასატარებლად;
  • სასტუმროს ეზოში შესაძლებელია 70-100 კაციანი ღონისძიების ჩატარება ღია ცის ქვეშ კოშკებისა და მთების ფონზე;
  • სპორტი, რეკრეაცია და გართობა;
  • კვადროციკლით სეირნობა;
  • ფეხით სასიარულო მარშრუტები;
  • საცხენოსნო ტურები;
  • კულტურული ტურები (სანახაობები);
  • ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი.
  • ნომრების / ოთახების / რესურსების ტიპები

     

    განსაკუთრებული თვისებები

 

 

 

ფოტოები  

View the embedded image gallery online at:
http://www.time2travel.ge/sastumroebi#sigProId3b5a008216

Lux Palace (Qutaisi)

Lux Palace (Qutaisi)

                                                                                                    სასტუმროს აღწერა

ჩვენი 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო ლუქს პალასი გამოირჩევა განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობითა და უნიკალური დამოკიდებულებით.

ის მდებარეობს რკინიგზის სადგურისა და ქალაქის ცენტრის ახლოს, საქართველოს პარლამენტის მახლობლად, რომელიც განთავსებულია სწორედ ქუთაისში.

სასტუმრო ყველაზე ახლოა საერთაშორისო აეროპორტთან ვიდრე ქალაქში არსებული სხვა სასტუმროები. ჩვენ გთავაზობთ ტრანსფერს აეროპორტიდან ხელმისაწვდომ ფასებში. მომაჯადოებული ინტერიერი, საუნა, მადის აღმძვრელი სამზარეულო, უფასო ინტერნეტი.

ჩვენი მოსამსახურე პერსონალი გააკეთებს ყველაფერს, რათა თქვენს მიერ სასტუმროში გატარებული პერიოდი დარჩეს სასურველ მოგონებად და უპასუხებენ თქვენს ნებისმიერ შეკითხვას ქალაქისა და მისი ღირსშესანიშნაობების შეახებ.

აგრეთვე ორგანიზებას გაუკეთებთ ინდივიდუალურ ან ჯგუფურ ექსკურსიებს თქვენივე სურვილისამებრ ქალაქის ისეთ ღირსშესანიშნავ ადგილებში, როგორიცაა პრომეთეს მღვიმე. ჩვენ ექსკურსიებს ვატარებთ ქართულ, რუსულ, ინგლისურ, თურქულ და ბერძნულ ენებზე.

 

Palm Beach (Anaklia)

Palm Beach (Anaklia)

                                                                                                      სასტუმროს აღწერა

სასტუმრო "პალმ ბიჩ" მდებარეობს ბათუმის საერთაშორისო აეროპრტიდან ავტომობილით 2 საათის სავალ მანძილზე, ავტოსადგურიდან ავტომობილით 20 წუთის სავალ მანძილზე, რკინიგზის სადგურიდან ავტომობილით 20 წუთის სავალ მანძილზე.

სასტუმროში შეგიძლიათ ისარგებლოთ დაცვის სამსახურით, უფასო პარკინგით, საკუთარი სამრეცხაოთი ან სარეცხი ავტომობილით, საკუთარი ბაღით, ტაქსის სერვისით, დასუფთავების მომსახურებით და რესტორანით სადაც შეგიძლიათ მიირთვათ უგემრიელესი კერძები.

ყველა ნომერს აქვს :

  • ინდივიდუალური სააბაზანო ოთახი
  • საშხაპე
  • ტელევიზორი
  • კონდიციონერი

 

Leogrand Hotel (Batumi)

Leogrand Hotel (Batumi)

                                                                                                სასტუმროს აღწერა

სასტუმრო "სასტუმრო და კაზინო ლეოგრანდ ბათუმი" მდებარეობს ბათუმის საერთაშორისო აეროპრტიდან ავტომობილით 15 წუთის სავალ მანძილზე, ავტოსადგურიდან ავტომობილით 10 წუთის სავალ მანძილზე, რკინიგზის სადგურიდან ავტომობილით 15 წუთის სავალ მანძილზე.

სასტუმროში შეგიძლიათ ისარგებლოთ WiFi-ით, უფასო პარკინგით, ფიტნეს დარბაზით, კაზინო, საკუთარი სამრეცხაოთი ან სარეცხი ავტომობილით, აუზით და რესტორანით სადაც შეგიძლიათ მიირთვათ უგემრიელესი კერძები.

ყველა ნომერს აქვს :

  • ინდივიდუალური სააბაზანო ოთახი
  • ტელეფონი
  • საშხაპე
  • ტელევიზორი 
  • კონდიციონერი
  • მინი-ბარი
  • ფენი

 

Light Palace (Batumi)

Light Palace (Batumi)

 სატუმროს აღწერა

 

სასტუმრო "ლაით პალასი" გაიხსნა 2014 წელს. ის მდებარეობს ბათუმის ცენტრალურ და ისტორიულ უბანში. სასტუმრო აკმაყოფილებს მაღალი სტანდარტის მოთხოვნებს. ჩვენ ვართ გარანტი იმისა, რომ ლაით პალასზე არჩევანის გაკეთების შემთხვევაში თქვენ ისიამოვნებთ ჩვენი სასტუმროს კომფორტით, სტუმართმოყვარეობით, კეთილგანწყობით რეალურ ფასად.

სასტუმრო "ლაით პალასი" შექმნილია კრეატიული დიზაინით და თანამედროვე სტანდარტებით, რაც საშუალებას იძლევა სტუმარს მოვემსახუროთ მაღალი დონის სერვისით, სასტუმრო აღჭურვილია ყურადღებიანი პერსონალით და 24 საათიანი მომსახურებით.

 

 

Chateau Mere

Chateau Mere

                                                                              შატო მერე

 

სასტუმრო "შატო მერე" ( Chateau Mere ) მდებარეობს თელავში, რომელიც ერთ-ერთი ღვინის მწარმოებელი ქალაქია კავკასიის მთებსა და ალაზნის ველს შორის.
სასტუმროში თქვენ დაგხვდებათ ულამაზესი ბაღი, საცურაო აუზი, კლასიკური დიზაინის ოთახები ანტიკური სტილის ავეჯით.

ყველა ნომერს აქვს პლაზმური ტელევიზორი, ტელეფონი, მინი ბარი, ინდივიდუალური აბაზანა (აბაზანის აქსესუარებით), თეთრეული. სასტუმროში არის ცენტრალური გათბობა. ზოგ ნომერს აქვს აივანი.

სასტუმროში არსებულ ბუფეტში თქვენ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული კერძები. საღამოობით სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ ბარით.

ასევე თვქენ შეგიძლიათ დრო გაატაროთ სასტუმროში არსებული აქტივობებით:
ღვინის დეგუსტაციით, ბილიარდით, კარაოკეთი. სასტუმროს ასევე შეუძლია დაგეგმოს ცხენით საჯირითო ექსკურსია.

სასტუმროში არის უფასო Wi-Fi და პარკინგი.
მანძილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 73 კმ-ის დაშორებით და რკინიგზის სადგური თბილისი - 90 კმ, სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ ტრანსფერის მომსახურებით.

ნომრების / ოთახების / რესურსების ტიპები

 

განსაკუთრებული თვისებები

View the embedded image gallery online at:
http://www.time2travel.ge/sastumroebi#sigProId6f0281713e

Royal Batoni (Kakheti)

Royal Batoni (Kakheti)

სასტუმროს (ოტელის / საცხოვრებლის / ქონების) აღწერა

 

სასტუმრო როიალ ბატონი ( Royal Batoni ) მდებარეობს კახეთში, ილიას ტბაზე. როიალ ბატონი 2013 წლის 27 ივლისს გაიხსნა.

 

სასტუმროს შემადგენლობაშია:

  • რესტორანი ღია ბარითა და ვერანდით ილიას ტბის ხედით;
  • საკონფერენციო დარბაზი;
  • ჰაერში გადაკიდული ღია საცურაო აუზი ილიას ტბის ხედით;
  • მარანი;
  • საუნა;
  • სიგარა რუმი.

 

სასტუმროში სულ 31 ნომერია, 27 სტანდარტული და 4 ლუქსის ტიპის. სასტუმროს აქვს 2 ღია ბარი, ღია საცურაო აუზი, ბიბლიოთეკა, ბუხრის ოთახი და ტერასები. უფასო Wi-Fi და პარკინგი.

 

როიალ ბატონის სტუმრებს რამდენიმე წუთის სავალ გზაზე შეუძლიათ დაათვალიერონ საქართველოს უძველესი ისტორიული ძეგლები, ითევზაონ, ისეირნონ ველოსიპედებით, ისარგებლონ ილიას ტბაზე არსებული ჩოგბურთის, ფრენბურთის, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნებით, მონაწილეობა მიიღონ ქართული კერძების მომზადებაში და დააგემოვნონ კახური ღვინო. ჩვენ ასევე მოგიწყობთ ქორწილებს, კორპორატიულ საღამოებს, ჯუფურ შეჯიბრებებს, დაბადების დღეებს და სხვა ღონისძიებებს.

                                                        ფოტოები 



View the embedded image gallery online at:
http://www.time2travel.ge/sastumroebi#sigProId1250d4bf87

ჩვენ შესახებ

Simon Janashia str3
0179, Tbilisi, Georga
Tel: (+995 32) 2 907 307
Fax: (+995 32) 2 907 307
Facebook.com/Time2Travel