time2travel

ჯომარდობა

GEL 130
ფასი
GEL 130
ნანახია
2544

გაზიარება:

დეტალური აღწერა:

ისეთი აქტიური და სახალისო ტური დევგეგმეთ, რაც არაფრით არ უნდა გამოტოვოთ

ეს არის ჯომარდობის და უამრავი გასართობის all inclusive ტური ბორჯომის ხეობაში?‍♂️

რაც ყველაზე სასიხარულო ამბავია, ჩვენთან ერთად იქნება ყველაზე, ყველაზე საიმედო და ბევრისთვის საყვარელი ადამიანი - #დავითქაცარავა, რისთვისაც მას უდიდესი მადლობა ?

შესაბამისად, ჩვენ გვეყოლება საუკეთესო ინსტრუქტორები და მივიღებთ ზღვა ადრენალინს მტკვარზე 1 საათიანი დაშვების დროს, თან მშვიდად, პროფესიონალების გვერდში ყოფნით ?

მაგრამ ეს რა თქმა უნდა ყველაფერი არ არის

ჯომარდობის შემდგომ, გვექნება გადასარევი სადილი და დასვენებულები შევუდგებით ტურის მეორე სერიაში გართობას ?

დავეშვებით ზიპ ლაინით, ერთმანეთს შევეჯიბრებით მშვილდოსნობაში და კლდეზე ცოცვაში, რაც ასევე უამრავი საოცარი ემოციებით დაგვმუხტავს

ამ ყველაფრის შემდგომ, გამარჯვებულებიც და დამარცხებულებიც დავბრუნდებით ჩვენ ჩვენს სახლებში და მთელი ცხოვრება ლამაზად გავიხსენებთ ამ აქტიურ და ლამაზ დღეს

ტურის გამართვის თარიღია 22 ან 23 აგვისტო, რიცხვს ზუსტად რამოდენიმე დღეში დავაზუსტებთ, უბრალოდ ვერ მოვითქმინეთ არ გაგვეზიარებინა თქვენთვის ჩვენი მორიგი შედევრი ?

ტურის საფასურია 130 ლარი

ფასში შესულია:

✅ ტრანსპორტირება VIP კლასის მიკროავტობუსით

✅ ჯომარდობის საფასური

✅კლდეზე ცოცვის საფასური

✅ ზიპ ლაინის საფასური

✅ მშვილდოსნობა

✅ სადილი

ტურში ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 599582002

P.S ჩვენი რეკომენდაციით, ეს ტური ძალიან კარგი იქნება ასევე კორპორატიული კლიენტებისთვის. თანამშრომელბი ერთად, აბსოლუტურად სხვა გარემოში, უამრავი გასართობით, წარმოიდგინეთ რა იქნება ? ამ ტურის ფარგლებში შეგვიძლია შემოგთავაზოთ დამატებით სხვადასხვა აქტივობა და გუნდური თამაშები, უკვე კონკრეტულად თქვენზე მორგებული. ასე, რომ იააქტიურეთ და განიტვირთეთ